12.მარტი .2020 16:05

კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

views 7951
უკან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდულ რეჟიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
"კორონავირუსის COVID-19 საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმი ამ დროისთვის ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე კორონავირუსის კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, ან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.

დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს", - ნათქვამია განცხადებაში.