მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

5e6a271c27385
ელენე გოგბერაშვილი
12.03.20 16:20
888
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.

"შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისთვის, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები იხილეთ ვრცლად:http://gov.ge/s/7c40c