მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, შეწყდება თუ არა ირანთან მიმოსვლა, ჯერ უცნობია

5e5123fcb6381
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 17:02
1494

"ირანში ეპიდსიტუაცია რთულდება და ამის შესახებ ჩვენი სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირანში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, ჩინეთთან შედარებით გაცილებით მცირეა, თუმცა ირანიდან ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა დიდია.

„გუშინ, დღეს, ხვალ მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები სახელმწიფო კომისიის დონეზე თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ქვეყანამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთთან შედარებით ირანთან უფრო ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს, ასევე ირანთან უფრო ახლოს ვართ სახმელეთო თუ საჰაერო საზღვრით.

ამავე დროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯერ-ჯერობით, ადასტურებს  გარდაცვალების ორ ფაქტს, მაგრამ თვითონ ირანის ჯანდაცვის სისტემა ადასტურებს გარდაცვალების 5 შემთხვევას და ამავე დროს რამდენიმე ასეულ ე.წ. შესაძლო ინფიცირების შემთხვევას, ამიტომ ირანი ძალიან საყურადღებოა. ჩემი ინფორმაციით, ჩინეთისგან განსხვავებით ირანში ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. უფრო საფრთხეს ვხედავთ ჩინეთიდან.

მოგეხსენებათ, ირანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ტურისტული და ბიზნეს ურთიერთობები და ამიტომ ამ თვალსაზრისით  ბევრი საკითხია დასაზუსტებელი. ირანიდან შემომსვლელ ადამიანთა რიცხვი გაცილებით დიდია, ვიდრე დღეს ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანთა რიცხვი და თუ, რა თქმა უნდა, ამ ტემპით გაუარესდა ირანში სიტუაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებები მისაღები იქნება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.