მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უნგრეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

5e69ee8013cad
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.20 12:54
1113
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უნგრეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში დაიხურება საუნივერსიტეტო კამპუსები და აიკრძალება დიდი თავყრილობების გამართვა. ამის შესახებ ინფომაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც უნგრეთის ხელისუფლება აღნიშნავს, მათ მსგავსი უპრეცედენტო ზომებისთვის ბოლო ოცდაათი წელია არ მიუმართავთ.

"უნგრეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს კორონავირუსის გავრცელების გამო. უახლოეს დროში დამატებითი პრევენციული ზომები შეიძლება შემოვიღოთ", - განაცხადა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა.

ოფიციალური მონაცემებით, უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა დაფიქსირდა.