09.მარტი .2020 09:30

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

views 576
უკან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკის მიხედვით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაში არის აღრიცხული. შემთხვევების რაოდენობა 109,668-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60,693-ს, ხოლო ფატალური შემთხვევების რაოდენობა კი 3,801-ს შეადგენს. 

8 მარტის განმავლობაში იტალიამ სამხრეთ კორეას გაუსწრო და ჩინეთის შემდეგ კორონავირუსის უდიდეს ეპიცენტრად იქცა. შეგახსენებთ, რომ იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის კარანტინი დაწესდა, რომელიც 16 მილიონამდე ადამიანზე ვრცელდება.

კორონავირუსის გავრცელება ქვეყნების მიხედვით:

1 ჩინეთი - 80,699 შემთხვევა; 3,097 გარდაცვალება; 57,065 გამოჯანმრთელება;
2 იტალია - 7,375 შემთხვევა; 366 გარდაცვალება; 622 გამოჯანმრთელება;
3 სამხრეთ კორეა - 7,314 შემთხვევა; 50 გარდაცვალება; 118 გამოჯანმრთელება;
4 ირანი - 6,566 შემთხვევა; 194 გარდაცვალება; 2,134 გამოჯანმრთელება;
5 საფრანგეთი - 1,126 შემთხვევა; 19 გარდაცვალება; 12 გამოჯანმრთელება;
6 გერმანია - 1,018 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 18 გამოჯანმრთელება;
7 საერთაშორისო წყლები (საკრუიზო გემები) - 696 შემთხვევა; 7 გარდაცვალება; 245 გამოჯანმრთელება;
8 ესპანეთი - 613 შემთხვევა; 17 გარდაცვალება; 30 გამოჯანმრთელება;
9 იაპონია - 502 შემთხვევა; 6 გარდაცვალება; 76 გამოჯანმრთელება;
10 აშშ - 497 შემთხვევა; 20 გარდაცვალება; 8 გამოჯანმრთელება;
11 შვეიცარია - 337 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 3 გამოჯანმრთელება;
12 დიდი ბრიტანეთი - 273 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 18 გამოჯანმრთელება;
13 ნიდერლანდები - 265 შემთხვევა; 3 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
14 შვედეთი - 203 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
15 ბელგია - 200 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 1 გამოჯანმრთელება;
16 ნორვეგია - 167 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
17 სინგაპური - 150 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 90 გამოჯანმრთელება;
18 ჰონგ-კონგი - 114 შემთხვევა; 2 გარდაცვალება; 55 გამოჯანმრთელება;
19 ავსტრია - 104 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
20 მალაიზია - 99 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 24 გამოჯანმრთელება;
21 ბაჰრეინი - 85 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 4 გამოჯანმრთელება;
22 ავსტრალია - 76 შემთხვევა; 3 გარდაცვალება; 22 გამოჯანმრთელება;
23 საბერძნეთი - 73 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 0 გამოჯანმრთელება;
24 ქუვეითი - 64 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 1 გამოჯანმრთელება;
25 კანადა - 63 შემთხვევა; 0 გარდაცვალება; 8 გამოჯანმრთელება.

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების სულ 13 შემთხვევა არის გამოვლენილი. ინფიცირებულთა უდიდეს ნაწილს ვირუსის სიმპტომები იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გამოუვლინდა.