მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ჩინეთი ჰონგ-კონგში ინდივიდუალურ ვიზიტებს აჩერებს

5e301b202d42d
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.20 16:00
732
მას შემდეგ რაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100-სს გადააჭარბა, უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთი ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ჰონგ-კონგში ინდივიდუალურ ვიზიტებს აჩერებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჰონგ-კონგი დახურავს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს და შეზღუდავს ფრენებს, ასევე მატარებლების მიმოსვლას. თავის მხრივ, ჩინეთის მთავრობა  ვიზიტორებს ვიზებს არ გაუგრძელებს.

როგორც ჩინეთის მთავრობა აცხადებს, აღნიშნული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ვიზიტორების რიცხვს ჩინეთიდან ვირუსის გავრცლებასთან დაკავშირებით და გაზრდის უსაფრთხოების ნორმებს. 

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 106 ადამიანი და 4,515 კი, კორონავისუსითაა ინფიცირებული. დაავადებულები გამოვლენილია არა ამრტო აზიურ ქვეყნებში, არამედ აშშ-ში, საფრანგეთსა და კანადაში.

ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა დღეს ბავარიაში, გერმანიაში. კორონავირუსით დაავადებულია 33 წლის კაცი. როგორც პაციენტი აღნიშნავს, მას ჩინეთში არ უმოგზაურია. მას ინფექცია ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გადაედო.