მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო სამხრეთ კორეა უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს

5e4f7dd44efa2
ნათია თაქთაქიშვილი
21.02.20 10:48
1199
მეორე დღეა კორონავისურსის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა სამხრეთ კორეაში, რის გამოც ქვეყანა უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პრემიერმა ჩანგ საი-კინმა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, ხოლო კორეის ორი ქალაქი „სპეციალური ზრუნვის ზონებად დასახელდა“.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი რამოდენიმე ჯარისკაცს დაუდასტურდა, ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი სამხედრო ძალების იზოლაციაც მოახდინა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხრეთ კორეაში დღეს 52 ახალი კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 156 მიაღწია. ჩინეთის საზღვრებს გარეთ და იაპონიასთან კარანტინში მყოფი საკრუიზო ლაინერის შემდეგ, ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის კიდევ 889 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 75 465-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 18 345 პაციენტი.