მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ტრამპის ადმინისტრციას იერიში ფაუჩიზე მიაქვს

5f0c09e15de11
ნათია თაქთაქიშვილი
13.07.20 12:05
2794
აშშ-შიკორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, თეთრი სახლის ადმინისტრციას იერიში ქვეყნის წამყვან ინფექციონისტ ენტონი ფაუჩიზე მიაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ „ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე ოფიციალური პირი შეშფოთებულია იმის გამო, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ფაუჩიმ რამდენჯერმე არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. მათ შორის მარტის დასაწყისში ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ნიღბების გამოყენება აუცილებელი არ იყო“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეთრმა სახლმა მსგავსი კომენტარების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპსა და ენტონი ფაუჩის შორის ურთიერთობა დაიძაბა და ეს შესამჩნევი ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა. მათი დაპირისპირება ოფიციალურ განცხადებებშიც შეინიშნება. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „ქვეყანაში მდგომარეობა უმჯობესდება“, ხოლო ფაუჩი ამბობს, რომ „აშშ ისევ პანდემიის პირველ ტალღაში რჩება“.

თავის მხრივ, აშშ-ის ჯანდაცვის და ადამიანთა სერვისების საზოგადოებრივი დეპარტამენტი თეთრი სახლის მიერ ფაუჩის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"გვჯერა, ჩვენი ყველა მეცნიერის და ექიმის. ჩვენი აზრით, ისინი ეფექტურ და გასაგებ მესიჯებს გზავნიან კორონავირუსთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

რაც შეეხება თავად ფაუჩის, ამ თემაზე მას CNN-თან კომენტარი არ გაუკეთებია.