28.თებერვალი .2020 14:57

კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა - საქართველო და მსოფლიო

views 266
უკან

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დიაგნოზი უკვე დადასტურებულია გუშინ და დღეს დილით გაკეთებული ანალიზებით. 

„კორონავირუსის მეორე შემთხევა დაფიქსირდა ადამიანზე, რომელსაც აქვს იტალიაში მოგზაურობის ისტორია. მიმდინარეობს  კონტაქტების ინტენსიური ძიება, რადგან ამ ადამიანს შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღესვე დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსის გავრცელების საერთაშორისო სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით:

"ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC)

➢ 28 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 327 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად)
➢ 28 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია 78 824 შემთხვევა
➢ 28 თებერვლის მონაცემებით ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს
452-ს
➢ სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 2 308-ს
➢ 28 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილი 2 788 და გამოჯანმრთელების 36 117 შემთხვევა

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)

➢ 27 თებერვლის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 81 132 შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად)
➢ 82 132 შემთხვევიდან ჩინეთიში დაფიქსირდა 78 528, ჰონგ-კონგი 91, მაკაო 10
➢ სიკვდილის 2 801 შემთხვევა.( ჩინეთი 2 745, ჰონგ-კონგი 2, ირანი 19, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია 4, ტაივანი 1, ფილიპინები 1, იაპონია 3, საფრანგეთი2, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 12, იტალია 12)
➢ ჩინეთის გარეთ 45 ქვეყანაში დაფიქსირებულია 3 604 დადასტურებული შემთხვევა:
აფრიკა
ალჟირი 1, ეგვიპტე 1
აზია
სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 1 595, იაპონია 186, ირანი 139, სინგაპური 93, ტაილანდი 40, ტაივანი 32, ბაჰრეინი 33, მალაიზია 22, ვიეტნამი 16, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 13, ქუვეითი 26, ერაყი 5, ომანი 4, ინდოეთი 3, ფილიპინები 3, ისრაელი 2, ლიბანი 2, პაკისტანი 2, ავღანეთი 1, კამბოჯა 1, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1,

ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატები 59, კანადა 12, ბრაზილია 1
ევროპა
იტალია 400, გერმანია 21, გაერთიანებული სამეფო 13, საფრანგეთი 17, ესპანეთი 12, ავსტრია 2, რუსეთი 2, ბელგია 1, ხორვატია 2, ფინეთი 2, შვედეთი 2, შვეიცარია 1, დანია 2, საბერძნეთი 1, ჩრდილოეთ მაკედონია 1, ნორვეგია 1, რუმინეთი 1, საქართველო 1.
ოკეანია
ავსტრალია 23
სხვა
საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია 705
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
➢ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია COVID-19 -ის 82 294 შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად)

➢ 82 294 შემთხვევიდან 76 630 დაფიქსირებულია ჩინეთში, ჩინეთის გარეთ 3 664 შემთხვევა 46 ქვეყანაში
➢ 27 თებერვლის მონაცემებით, შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 2 804 შემთხვევა (ჩინეთი 2 747, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 13, იაპონია 3, ფილიპინები1, საფრანგეთი 2, იტალია 12, ირანი 22, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები 3)
*ქვეყნები, ტერიტორიები ან არეალები საიდანაც მოხდა 2019-nCoV დადასტურებული შემთხვევების შეტყობინება (27.02.2020),"- ნათქვამია ანგარიშში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა