16.მარტი .2020 12:01

კორონავირუსის მიუხედავად, საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა - სტატისტიკა

views 850
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს 2020 წლის თებერვლის ფულადი გზავნილების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით ($11.9 მლნ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსის მიუხედავად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში იტალიიდან შემოსული ნაკადების მოცულობა 24%-ით გაიზარდა და მან $21.67 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხა კი 9.3%-ით, $28.6 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:

1 რუსეთის ფედერაცია - 28 681 242 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -9,3%;
2 იტალია - 21 666 080 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 24,2%;
3 საბერძნეთი - 16 429 522 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 16,0%;
4 ისრაელი - 14 443 560 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 12,6%;
5 აშშ - 14 392 528 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13,0%;
6 თურქეთი - 7 769 936 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0,9%;
7 გერმანია - 4 646 964 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 30,0%;
8 უკრაინა - 4 158 942 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 78,7% ;
9 ესპანეთი - 3 732 386 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,2% ;
10 პოლონეთი - 2 376 369 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,2% ;
11 აზერბაიჯანი - 2 050 427 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 44,7% ;
12 საფრანგეთი - 1 999 227 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,7% ;
13 ყაზახეთი - 1 877 717 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 46,9% ;
14 გაერთიანებული სამეფო - 1 463 560 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 6,4% ;
15 კვიპროსი - 1 220 456 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 25,5% ;
16 კანადა - 1 107 707 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 16,7% ;
17 ირლანდია - 1 012 974 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 60,1% ;
18 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 715 649 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 6,2% ;
19 სომხეთი - 679 319 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -18,5% ;
20 ერაყი - 644 769 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -12,8% ;
21 შვედეთი - 575 364 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -3,4% ;
22 უზბეკეთი - 393 560 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -10,1% ;
23 ბელგია - 360 023 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,4% ;
24 ჩეხეთის რესპუბლიკა - 348 253 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 60,5% ;
25 ყირგიზეთი - 346 311 აშშ დოლარი კლება წინა წელთან -76,4%.

2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა