მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის მომდევნო ეპიცენტრი შესაძლოა, აფრიკა იყოს – WHO-ს გაფრთხილება

5e99e761af208
თამთა ჯიჯავაძე
17.04.20 21:27
2202
კორონავირუსის მომდევნო ეპიცენტრი შესაძლოა, აფრიკა იყოს, – ამის შესახებ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს.

როგორც WHO-ში ამბობენ, როგორც ჩანს, ვირუსი აფრიკის ქვეყნების დედაქალაქებს გასცდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ კონტინენტზე სასუნთქი აპარატების ნაკლებობა აქვთ იმისათვის, რომ პანდემიას უპასუხონ.

ამასთან, გაეროს წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ პანდემია აფრიკაში სავარაუდოდ სულ მცირე 300 000 ადამიანს შეიწირავს და დაახლოებით 30 მილიონი ადამიანის სიღარიბეს გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. კონტინენტზე დაახლოებით დაინფიცირების 19 000 შემთხვევა და გარდაცვალების 1000 შემთხვევაა იყო.