მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის მზარდი შემთხვევების მიუხედავად, ინდოეთი სარკინიგზო მიმოსვლას ანახლებს

5ebace622980f
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 21:40
976
ინდოეთის მთავრობა სარკინიგზო მიმოსვლას ანახლებს, მიუხედავად ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი შემთხვევებისა და საგანგებო მდგომარეობისა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამ ეტაპზე მთავრობა 30-მდე სპეციალურ მატარებელს გამოყოფს, რომლებიც მთავრობის მიერ გაცემული გაიდლაინების საფუძველზე განაახლებენ ოპერირებას. მოხდება ყველა მგზავრის სკრინინგი და მხოლოდ ასიმპტომატური მგზავრები დაიშვებიან მატარებლებზე.

მგზავრებს მატარებელში ევალებათ ნიღბების გამოყენება და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა.

პირველ ეტაპზე მთავრობა დიდი ქალაქების რკინიგზებს გახსნის, მაგალითად როგორიც დელი და მუმბაია.

ინდოეთის პრემიერ–მინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, რკინიგზის გახსნის მიზანი ეკონომიკური აქტივობის აღდგენაა.

როგორც CNN-ი წერს, ინდოეთმა სარკინიგზო მიმოსვლა 24 მარტს შეაჩერა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 17 მაისამდე გამოაცხადა.