მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის პანდემია დაჩქარდა - WHO-ის ხელმძღვანელი

5e78e742befd4
თამთა ჯიჯავაძე
23.03.20 20:40
19507
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემია დაჩქარდა. ჟენევაში ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას, WHO-ის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა:

„67 დღე დასჭირდა იმას რომ დაინფიცირების პირველი შემთხვევა 100 000 შემთხვევამდე გაზრდილიყო. 11 დღე დასჭირდა შემთხვევების კიდევ ერთი 100 000-ით გაზრდას, და მხოლოდ ოთხი დღე - მესამე 100 000 შემთხვევას“.

მისივე თქმით, ის დიდი ოცეულის ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირას მიმართავს, რათა სთხოვოს მათ ერთად მუშაობა დამცავი დაშუალებების წარმოების გაზრდის მიზნით.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 360 627 შემთხვევაა. დაიღუპა 15 491 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 100 658.