მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის პანდემიის გამო, NASA-მ მთვარეზე გასაფრენი რაკეტის აგება გადადო

5e74b77a5e09b
BM.GE
20.03.20 16:36
948
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ ორ ცენტრში მუშაობა შეაჩერა, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის გავრცელება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუშაობა ჩერდება მისისიპში და ნიუ-ორლეანში მდებარე ცენტრებში, სადაც უშუალოდ მთვარეზე გასაფრენი რაკეტის აგება მიმდინარეობს.

შეფერხებები გავლენას მოახდენს კოსმოსური გაშვების სისტემის და ორიონის, ეკიპაჟის კაფსულის წარმოებასა და ტესტირებაზე, რომელმაც ასტრონავტები მთვარეზე უნდა გადაიყვანოს. NASA ახალი კაფსულით მთვარეზე დაშვებას 2024 წლის ბოლოს გეგმავდა, მაგრამ მისიის გაგზავნა შესაძლოა, გადაიდოს.

"NASA დროებით წყვეტს კოსმოსური ხომალდების აწყობა-ტესტირებას. ადგილზე იმუშავებს მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც ცენტრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამას გავლენა ექნება ნასა–ს მისიებზე, მაგრამ რისკების შესამცირებლად დროებით შეჩერება გადავწყვიტეთ. ჩვენთვის თანამშრომელთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უპირველესია", - განაცხადა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენშტაინმა.

20 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 14,366 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +577), გარდაიცვალა 217 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +10), ხოლო გამოჯანმრთელდა 125 ინფიცირებული. რაც შეეხება ნიუ-იორკს, ქალაქში ახალი კორონავირუსით 22 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 3615 – ინფიცირებული.