მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის პიკი 2-3 კვირაში და 1000-დან 2000-მდე ინფიცირებული - თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი

5e8c939f2d5c4
ინგა მურუსიძე
07.04.20 18:57
1500
ვფიქრობ, პიკი - 2-3 კვირის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 1000-ის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ის ვარაუდობს, რომ პიკი, დაახლოებით, 2-3 კვირის განმვალობაში გაგრძელდება და თვენახევრის შემდეგ ეპიდსიტუაცია დაბლა წავა.

„ჩემი ვარაუდით, საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს ან იქნება 1000-დან 2000-ის ფარგლებში, მაშინ, როცა ჩვენს მსგავს ქვეყნებში ეს რიცხვი აღწევს 20,000-სს.  თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებით და პროგნოზით, პიკს მივაღწევთ 2-3 კვირის შემდეგ, მაგრამ ეს არ იქნება აფეთქება. იქნება მდორე პიკი და პიკი შენარჩუნდება კიდევ 2-3- კვირის მანძილზე, ხოლო თვენახევრის შემდეგ ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით “, - განაცხადა ცერცვაძემ.