მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის პირველი შემთხვევები დანიასა და ნორვეგიაშიც გამოვლინდა

5e576a92d3ee4
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 11:15
936
კორონავირუსის გავრცელების არეალი ევროპაშიც ფართოვდება. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დანიასა და ნორვეგიაშიც გამოვლინდა. ნორვეგიაში ინფიცირებული პირი ჩინეთიდან გასულ კვირას დაბრუნებული მოქალაქეა.

რაც შეეხება დანიის მოქალაქეს, გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 32 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა. ჯამში, კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 32 800-ზე მეტი ადამიანი.