მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის პრევენციის გამო, ნიუ-იორკი სკოლებს, რესტორნებს და თეატრებს ხურავს

5e6f2feb99e6a
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 12:52
908
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან ნიუ-იორკი სკოლებს, რესტორნებს, თეატრებს და ბარებს დახურავს/ ამის შესახებ ინფოემაციას BBC-ი ავრცელებს.

განცხადება ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ გააკეთა.

„ერთი კვირის წინ ჩვენი ცხოვრების ასე შეცვლა წარმოუდგენელი იყო. ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ალბათ არასდროს მივიღებდით. ღამის კლუბები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები დროებით უნდა დაიხუროს.

ასევე მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, ვაჩერებთ სასწავლო პროცეს ნიუ-იორკის სკოლებში. 16 მარტიდან გადავდივართ დისტანციურად სწავლაზე ”, - განაცხადა ქალაქის მერმა.

16 მარტის მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ის 3,782 შემთხვევაა დაფიქსირებული; გარდაცვლილია 73 ადამიანი.