04.მარტი .2020 11:16

კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა შესაბამის ღონისძიებას ვატარებთ - კახა კალაძე

views 138
უკან

"მინდა, მოქალაქეები დავამშვიდო, კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

კალაძემ მერიის ყველა თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ანალოგიურად იქნება დამუშავებული. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დეზინფექცია უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს. სამუშაოები ტარდება სერვის-ცენტრებში, ასევე სახელოვნებო სკოლებში. თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა