09.მარტი .2020 13:47

კორონავირუსის რისკის გამო, საქართველოში კარანტინში 141 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში - 51 პირი

views 268
უკან

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია - 15 პირი, კარანტინში რჩება - 141, ხოლო სტაციონარში - 51 პირი.

ინფორმაცია ამის შესახებ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერს მიეწოდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, ამასთან შედარებით გართულებული შემთხვევაც სტაბილურად მიმდინარეობს.

პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.