მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია – ეზუგბაია

5f003462b04d1
BM.GE
04.07.20 11:45
1042
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. 

მისი განმარტებით, პაციენტები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.

"სამივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს.

პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე. ჩატარებული კვლევებით ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. თუ პირველი კვირის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, ამ შემთხვევაში მდგომარეობა დარჩება უცვლელი და დაიწყება გამოჯანმრთელება", - განაცხადა ეზუგბაიამ.