16.მარტი .2020 21:36

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა - ბოლო მონაცემები

views 663
უკან

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 7 060-ს გადააჭარბა. ამასთან, საერთო ჯამში ამ დრომდე დაინფიცირების 179 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო გამოჯანმრთელდა 78 285 ადამიანი.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით სტატისტიკას, იტალიაში მხოლოდ დღეს 349 ადამიანი (საერთო ჯამში 2 158) დაიღუპა, ხოლო დაინფიცირების 3 233 ახალი შემთხვევა (საერთო ჯამში 27 980) გამოვლინდა.

ირანში 129 ადამიანი დაიღუპა დღეს (853 საერთო ჯამში), ხოლო დაინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა (საერთო ჯამში 14 991) დადასტურდა. მაღალი სიკვდილიაონობით დღეს მესამე ადგილზე ესპანეთი იყო, სადაც 41 ადამიანი დაიღუპა (საერთო ჯამში 335), ხოლო 1 440 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (საერთო ჯამში 9 428).