10.მარტი .2020 16:55

კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა - ამირან გამყრელიძე

views 340
უკან

"საქართველოში დღევანდელი მონაცემებით სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა კვლევას და ყველა პასუხი უარყოფითია" - ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

მისივე თქმით, ამ წუთებშიც რამდენიმე ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან. 

"საქართველოში დღევანდელი მონაცემებით სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა კვლევას.ყველა გამოკვლევა ჩატარებულია და შედეგები არის უარყოფითი. დადასტურებული გვაქვს კვლავ 15 შემთხვევა. კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 56 ადამიანი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა