მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა, 5-მა გამოჯანმრთელებულმა საავადმყოფო დატოვა - მარინა ეზუგბაია

5e78592839d95
ინგა მურუსიძე
23.03.20 10:36
1360
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა, - განცხადება ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული 8 პაციენტიდან 5-მა საავადმყოფო უკვე დატოვა, ხოლო დარჩენილი 3 პაციენტი ბოლო კლინიკურ პროცედურებს გადის. "დღეს მოხდება კლინიკური შეფასება მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ეს სამი პაციენტიც დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ვებ-გვერდის stopcov.ge-ის მიხედვით, დღესდღეობით, დაინფიცირებულთა რიცხვი 54-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში რჩება - 3254, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233 მოქალაქე.