მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის სტატისტიკა - რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

5e72715c3de5a
თამთა ჯიჯავაძე
19.03.20 00:15
2403
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უკვე 170 ქვეყანაშია დაფიქსირებული. მათ შორისაა საქართველოს მეზობელი ოთხივე ქვეყანა. 

სომხეთში დაინფიცირებულთა რიცხვი დღეს 32-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 110 შეადგინა. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. სომხეთს საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

აზერბაიჯანში კი ჯამში დაინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან ერთი გარდაიცვალა. ხოლო 6 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყანაში დაინფიცირების 98 შემთხვევაა, ხოლო ერთი დაინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულები კი ჯერ თურქეთში არ არიან.

რუსეთში დღეს დაინფიცირების 33 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 147 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საზღვრები ჩაკეტა.