16.მარტი .2020 19:32

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ინფექციურიდან გაწერეს

views 488
უკან

კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.

პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა, მაგრამ როგორც ცნობილია, ის 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტი 55 წლის მამაკაცია. ის საქართველოში ირანიდან შემოვიდა.

ცნობისთვის: ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 54.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა