03.მაისი .2020 15:06

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 221-მდე გაიზარდა

views 402
უკან

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 221-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო პორტალ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რაოდენობა დღეს 7-ით გაიზარდა და 589-ს შეადგენს.

ამასთან კარანტინის რეჟიმში 5066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 528 პირი იმყოფება. 9 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა