12.მარტი .2020 19:24

კორონავირუსით 25–ე დაინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – გამყრელიძე

views 399
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული 25–ე მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ავადმყოფი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ. კიდევ მიმდინარეობს ლუგარში კვლევები, ყოველდღიურად, ნიმუშების რაოდენობა 60–მდე ადის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში 30 იანვრიდან სულ, 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში.

„ჩვენ ვერ ავცდებით ინფექციის შემდგომ შემოტანას ქვეყანაში და ვერც ავცდით. მოგეხსენებათ, ჩვენთან პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და დღევანდელი, ბოლო მონაცემებით, 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, საიდანაც ორი უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, ერთი – ესპანეთში და დანარჩენი პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

დღეს ჩვენთვის და მთლიანად, მსოფლიოსთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იტალია, ერთ–ერთი უძლიერესი სიტემებით ჯანდაცვის, თუ ეკონომიკის კუთხით, სადაც 827 გარდაცვალებაა. იტალიამ მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა და საკმაოდ მკაცრი შემაკავებელი და სამკურნალო ღონისძიებები ტარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აქვე, მან აღნიშნა, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა