20.მარტი .2020 00:15

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ს მიუახლოვდა

views 537
უკან

მხოლოდ დღეს მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად 1046 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო დაინფიცირების 22 984 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირებულთა რაოდენობას, მსოფლიოს მასშტაბით, ამ რიცხვმა 241,770-ს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ს მიუახლოვდა.

ყველაზე მეტი მსხვერპლი იტალიაშია - 3 405, შემდეგ მოდის ჩინეთი - 3 245 და ირანი - 1 284.

საკმაოდ დაზარალებულია ესპანეთი (803), საფრანგეთი (372) და აშშ-ც (174). სწრაფად იზრდება კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ჯამში 144 დაინფიცირებული გარდაიცვალა. მათგან მხოლოდ დღეს 40 დაიღუპა.

მსოფლიოს მასშტაბით ამ დრომდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 86,690-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა