10.მარტი .2020 00:15

კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების უახლესი სტატისტიკა

views 1367
უკან

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 375-დან 9 172-მდე გაიზარდა.

ორშაბათს ასევე, გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დაინფიცირებულთა 1 100 შემთხვევაა.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო კანადაშიც. როგორც კანადელი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, დაიღუპა მოხუცთა სახლში მყოფი ერთ-ერთი აადამიანი.

დიდ ბრიტანეთში კი ორშაბათს მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა. ისიც ასაკოვანი იყო, გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 70 წლის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, მსოლფიოში კორონავირუსის შემთხვევები 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე გამოვლინდა. სულ ჯამში დაინფიცირების 110,029 შემთხვევაა, მათგან დაღუპულია 3 817.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა