14.მარტი .2020 10:55

კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტზე პირველი უარყოფოთი პასუხი მიიღეს

views 1012
უკან

კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტზე პირველი უარყოფოთი პასუხი მიიღეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამეიდიცნო დირექტორმა, მარინა ეზუბაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს მორიგი ტესტი 24 საათში ისევ გაუკეთდება და იმ შემთხვევაში თუ ტესტი კვლავ უარყოფით პასუხს აჩვენებს, ჩაითვლება, რომ პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა.

„ჩვენთან პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, მე-14 დღეს მასთან გაკეთდა ტესტირება ვირუსზე და მივიღეთ მცირე კონცენტრაციით. გუშინ განმეორდა მასთან ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. მაგრამ წესის მიხედვით აუცლებელია 24 საათის ინტერვალში განმეორდეს ტესტი და როცა მივიღებთ ნეგატურ პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია“-განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი 50 წლის მამაკაცია, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ვირუსი მას  26 თებერვალს დაუდასტურდა.