მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო სამი პაციენტიდან ერთი საჩხერეშია მოთავსებული

5e823cbe580fe
თამთა ჯიჯავაძე
30.03.20 22:33
684
კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო სამი პაციენტიდან ერთ-ერთი საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ bm.ge-ს საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს. ხოლო კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე გაწერეს.