12.მარტი .2020 00:10

კორონავირუსით დაინფიცირებულთა, დაღუპულთა და გამოჯანმრთელებულთა ბოლო სტატისტიკა

views 828
უკან

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 124 913 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 4589 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 66 702 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

რაც შეეხება ქვეყნებში არსებულ ვითარებას, ჩინეთში დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა - 80 921, მას მოსდევს იტალია 12 462, ირანი - 9 000, სამხრეთ კორეა 7 755, ესპანეთი 2 231, გერმანია 1 908, საფრანგეთი - 1 784 და აშშ - 1 110.

რაც შეეხება დაღუპულებს, 3 046 ჩინეთში გარდაიცვალა, 827 იტალიაში, 354 ირანში, 61 სამხრეთ კორეაში, 54 ესპანეთში, 33 საფრანგეთში და 24 აშშ-ში.

შეგახსენებთ, დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ბოლო ორ კვირაში ჩინეთის გარეთ კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 13-ჯერ გაიზარდა.