მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 1 737-ით გაიზარდა

5e32968e01a08
თათია ჩაფიჩაძე
30.01.20 12:39
1088
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 7 711 ლაბორატორული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ერთი დღის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 1 737 ერთეულით გაიზარდა. მათი 98% კვლავ ჩინეთშია, თუმცა ამასთანავე ხდება ვირუსის გადატანა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძის განცადებით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ჩინეთის დავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, სულ ლაბორატორიულად დაფიქსირებულია 7 711 შემთხვევა, ერთ დღეში მატება იყო 1 737, ანუ ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდაა. გარდაცვლილია 170 ადამიანი და ამ ერთი თვის განმავლობაში ვირუსის ექსპორტი მოხდა მსოფლიოს 16 ქვეყანაში. ახალი შემთხვევები დაფიქისრდა იაპინიაში - 11, ავტრიაში- 7, მალაიზიაში, ასევე ტაილანდში 14, აშშ-ში -9, კანადაში - 3, გერმანიაში 4.

მიუხედეავად ძალიან სერიოზული ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი მაინც ხდება. ექსპორტი ყველა მათ პროვინციაში მოხდა, 98% კონცენტრირებულია ჩინეთში, დანარჩენი რამდენიმე ქვეყანაში.

დღეს თბილისის დროით 6-ის ნახევარზე ჟენევაში შედგება მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო სხდომა, სადაც გაჟღერდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ვირუსზე გლობალური პასუხი. მსგავსი შეხვედრა გაიმართა 23 იანვარსაც, თუმცა მაშინ ჩაითვალა, რომ არ იყო საგანგებო მდგომარეობა”, - განაცხადა გამყრელიძემ.