21.მარტი .2020 15:04

კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

views 955
უკან

კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„მოხდა სამწუხარო ფაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში სამწუხაროდ გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს ვირუსი“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრო კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახთან და შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს მას.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მეორე შემთხვევა.