მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით ინფიცირება-გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

5e888ec09d35d
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 18:15
1933
COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, რეგიონში საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. ჩვენს ქვეყანაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის, ქრონიკული დაავადებები მქონე ქალია, რომელიც ე.წ. მარნეული-ბოლნისის კლასტერიდანაა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 157 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 28 უკვე გამოჯანმრთელდა. კრიტიკულად მძიმეა 6 პაციენტის მდგომარეობა.

4 აპრილის მონაცემებით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, როგორც - ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა თურქეთში ფიქსირდება - იქ COVID-19-ით ინფიცირების 20 921 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან - 425 გარდაცვლილია და 484 - გამოჯანმრთელებული. მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 251-ს აღწევს.

თურქეთს რუსეთის ფედერაცია მოსდევს, სადაც ოფიციალურად COVID-19-ით ინფიცირების 4 731 შემთხვევა დასტურდება; 43 -  გარდაცვალება და 333 - გამოჯანმრთელება. კრიტიკულად მძიმეა 8 პაციენტის მდგომარეობა.

რაც შეეხება სომხეთს, იქ ინფიცირების 770 შემთხვევა დასტურდება; ვირუსისგან გარდაიცვალა 7 პაციენტი, ხოლო  43 გამოჯანმრთელდა; კრიტიკულად მძიმედაა 11 პაციენტი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინფიცირების ყველაზე ცოტა შემთხვევა აზერბაიჯანში ფიქსირდება - 521 დადასტურებული ფაქტი; აქედან 5 - გარდაცვალება და 36 - გამოჯანმრთელება. კრიტიკულად მძიმეა 17 პაციენტის მდგომარეობა.