მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით ინფიცირების, გარდაცვალების და გამოჯანმრთელების ფაქტები - სტატისტიკა

5e5267f7bdf9e
BM.GE
23.02.20 15:52
3445
უახლესი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით, ჯამში, 78,767 ადამიანია ინფიცირებული; ახალი ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2461-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის კორონავირუსისგან 23 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა და მხოლოდ 18 მათგანი დაფიქსირდა ხუბეის პროვინციის გარეთ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ვირუსის მკვეთრი ზრდა ჩინეთის გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, გარდაცვალების 4 და ინფიცირების 123 შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაში. 79-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში. ვირუსი ქვეყნის ხუთ რეგიონში ფიქსირდება. ყველაზე რთული ვითარება ლომბარდიაშია, სადაც 39 პაციენტია ვირუსით დაავადებული. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

ცნობისთვის: საქართველო ე.წ. მწვანე ზონად ითვლება. ჯერჯერობით, ქვეყანაში კორნავირუსის გავრცელების არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება.