06.თებერვალი .2020 14:18

კორონავირუსით ინფიცირების პრეცედენტი ახალშობილებშიც დაფიქსირდა

views 314
უკან

ჩინეთში, უჰანში ახალშობილს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ამ დროისთვის ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია. ჩინელი ექიმების ვარაუდითკორონავირუსი შესაძლოა დედისგან გადაეცა ახალშობილს.ჩვილი 3,25 კილოგრამს იწონის და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექიმებმა განცხადება სახელმწიფო ტელეარხ CCT-ზე 5 თებერვალს გააკეთეს. ჩვილი 2 თებერვალს ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში დაიბადა.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბავშვის დედა კორონავირუსით იყო დაავადებული, ახალშობილს კი ვირუსი დაბადებიდან 30 საათის შემდეგ აღმოაჩნდა. როგორც მედიცინის ექსპერტები ვარაუდობენ, ვირუსი დედის მუცლიდანვე  გადაეცა ჩვილს ან დაბადების შემდეგ, ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირდა ახალშობილი მშობლისგან.

ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 563 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა