11.მარტი .2020 10:50

კორონავირუსით ინფიცირებულებში პნევმონია 4 პაციენტს აღენიშნება, ერთის მდგომარეობა მძიმეა

views 341
უკან

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის პნევმონია უკვე 4 პაციენტს აღენიშნება, მათგან ერთი მძიმეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დანარჩენის - საშუალოდ მძიმე.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენთან წევს 41 პაციენტი, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 29 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, 28 იყო უარყოფითი, ხოლო 1-ს დაუდასტურდა. დღეს დილისთვის მხოლოდ 6 პაციენტის ტესტირება არის ჩასატარებელი. ერთი პაციენტი დაემატა ჩვენს 14 პაციენტს, გახდა 15, ხოლო დღის მეორე ნახევარში ჩვენთან შემოიყვანეს უკვე დადასტურებული 5 შემთხვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს დადასტურებული 20 შემთხვევა. გვაქვს 4 წყარო, მათგან ორი არის იტალიის მოგზაურობის ისტორია, ხოლო 1 ირანის და 1 ესპანეთის. ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობა არ უმჯობესდება, თუმცა ასევე არ უარესდება. დანარჩენ შემთხვევებს რაც შეეხება, გვაქვს სამი პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა მეოთხე პნევმონია, მაგრამ ყველას მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.