11.მარტი .2020 10:58

კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

views 100
უკან

კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აღნიშნული მოზარდი ოჯახთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა.

„12 წლის ბავშვთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში. მისი მდგომარეობა არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე - მოზრდილებში და იმედია, ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა