21.მარტი .2020 19:40

კორონავირუსით ინფიცირებული 49-ე მოქალაქე აჭარაში იმყოფება

views 405
უკან

კორონავირუსით ინფიცირებული 49-ე მოქალაქე აჭარაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

თუმცა ეზუგბაიას თქმით, ინფორმაცია არ აქვს, თუ როგორია აღნიშნული პაციენტის ინფიცირების ისტორია.

„დაგვემატა 49-ე დადასტურებული შემთხვევა, ის არის აჭარაში, თუმცა ინფიცირების ისტორია არ ვიცი. არსებული პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა. სამი პაციენტი არის საყურადღებო, პრობლემური, რომელთანაც შეიძლება მოხდეს მდგომარების დამძიმება. დღის განმავლობაში 14 ტესტი ავიღეთ და ყველა უარყოფითი იყო, ხვალისთვის ველოდებით 8 ტესტის პასუხს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება არასრულწლოვნების მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა