20.მარტი .2020 10:53

კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

views 263
უკან

კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"დღეს დაემატა სამი ახალი პაციენტი, თუმცა ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულნი. ჩვენს კლინიკაში მოთავსებული 31 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ასაკოვანი, 86 წლის ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ასაკისა და თანმხლები დაავადების გათავლისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენთან პნევმონია აქვს 11 ადამიანს, მათ შორის არის საშუალო სიმძიმე, თუმცა იმედია საიმედო პროგნოზით არის", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება მცირეწლოვნებს, ენდელაძის ინფორმაციით, მათ მცირე სიმპტომები აქვთ, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.