20.მარტი .2020 12:51

კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო სამი მოქალაქე აშშ–დან ჩამოვიდა – მინისტრი

views 357
უკან

კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო სამი მოქალაქე ამერიკიდან ჩამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა აშშ-ში. ეს არის ახალი კლასტერი და ყველა ის პიროვნება, რომელიც ამ ოჯახთან იყო კონტაქტში, იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკისთვის", - განაცხადა ტიკარაძემ.