მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი

5e7daf2bf31ed
ინგა მურუსიძე
27.03.20 11:44
654
კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენთან შემოიყვანეს 22 კვირის ორსული ქალბატონი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება გინეკოლოგების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება 3 ახალშობილს, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. ახალშობილები ჩვენთან შემოიყვანეს სუნთქვის უკმარისობით, თუმცა მათთან კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებულა“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოში სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 81 მოქალაქეს, მათგან 2 ავსტრიის მოქალაქე იყო და საკუთარ სამშობლოში გადაიყვანეს, 13 გამოჯანმრთელდა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში - 4427 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257.