26.მარტი .2020 16:44

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - პაატა იმნაძე

views 211
უკან

ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შესახებ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ორსულის ინფიცირების აღნიშნული შემთხვევა მარნეულსა და ბოლნისში მათი სამედიცინო ჯგუფების მუშაობის შედეგია.

"ჩვენი ჯგუფები მუშაობენ მუდმივად მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში და ყველა კონტაქტის გამოკვლევა პირველ რიგში მიმდინარეობს, ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს, ისინი იღებენ მასალას და ეს ორსული ქალბატონი, სწორედ ასე, ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი.

ის არის ინფიცირებული. მისი მდგომარეობა არის ძალიან დამაკმაყოფილებელი, უბრალოდ რადგან ორსულია, მოხდა მისი გადმოყვანა თბილისში", - განმარტა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა