02.მარტი .2020 13:50

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა, კარანტინში 120 ადამიანია - ეკატერინე ტიკარაძე

views 206
უკან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

მინისტრმა დღეს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმდინარე სტატისტიკა წარადგინა.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ.

მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.