მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა

6142e73c0a00c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.21 10:41
229
ბოლო 24 საათში covid-19–ით საქართველოში კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კოვიდ-19-ით 8 390 ადამიანია გარდაცვლილი. 

16 სექტებრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 589 727 შეადგინა, გამოჯანმრთელებულ პირთა რიცხვი კი 554 618–ია.