მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

5f95111bef543
ელენე გოგბერაშვილი
25.10.20 11:00
748

StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ამ დროისთვის კორონავირუსმა უკვე იმსხვერპლა 201 ადამიანი.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, 25 ოქტომბრის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 1928 ინიფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 28431 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 604 ადამიანი.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 28431
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10767
• მათ შორის გარდაცვლილი - 201
• კარანტინის რეჟიმში - 4112
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3766
• კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2268
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41