მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი გარდაიცვალა

600d83957e337
BM.GE
24.01.21 18:23
3091
კორონავირუსით მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი - პაატა ნარიმანიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია მარნეულის სასურსათო ქარხნის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა:

"უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს, ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი - პაატა ნარიმანიძე დაკარგა.

თანავუგრძნობთ ოჯახს, მეუღლესა და არაჩვეულებრივ შვილებს - ანას და ბარბარეს, თითოეულ თანამშრომელსა და მთელ ქვეყანას ასეთი საამაყო მამის, ღირსეული და საიმედო ადამიანის დაკარგვას. მადლობა პაატა ღირსეული ცხოვრებისთვის!",– ნათქვამია განცხადებაში.