მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით საქართველოს კიდევ 33 მოქალაქე გარდაიცვალა

5fb8ac84aeeb7
თელარა გელანტია
21.11.20 10:51
596
საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 33 ადამიანი იმსხვერპლა, სულ გარდაცვლილია 927 პაციენტი. 

განახლებულ covid-სტატისტიკაზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 17, აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.