მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსმა ჩვენს გეგმებს ბოლო მოუღო" - Wyndham Grand Tbilisi

5e5ea85b97db6
ინგა მურუსიძე
03.03.20 22:18
3015
.კორონავირუსმა ჩვენს გეგმებს ბოლო მოუღო და ახლა ვართ სავალალო შედეგების წინაშე, - ამის შესახებ bm.ge-ს სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისის“ წარმომადგენელმა, გიორგი დოლიძემ განუცხადა.

დოლიძემ განცხადება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენს შემთხვევაში სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ დამძიმდა, როცა კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა. ამ დღის შემდეგ უკვე ტურისტებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს. გაუქმებულია დაახლოებით 500-600 ღამისთევა. რაც ყველაზე რთულია, ისინი ითხოვენ არადაბრუნებადი ტარიფის მეშვეობით ჯავშნების დაბრუნებას, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმაა, რადგან ამაზე უკვე თანხაა გადახდილი და ამ თანხის უკან დაბრუნება ძალიან რთულია.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, შესაძლებელია გადაიხედოს ბანკებთან ურთიერთობა. მოგეხსენებათ, სასტუმროების უმეტესობა სწორედ ბანკების სესხების მეშვეობით არის აშენებული და გახსნილი და თუ მოხდება ბანკების პროცენტების გადავადება. კორონა ვირუსით გამოწვეული შედეგები ყველაზე მეტად შეეხო მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს. როდესაც ვსაუბრობთ 5 ვარსკვლავიან სეგმენტზე, სიტუაციას საკონფერენციო და თონისძიების სივრცეების გაყიდვითმეტ-ნაკლებად ვაბალანსებთ , რაზეც დიდი მოთხოვნაა.

ბანკებთან საუბარი სასტუმროების მხრიდან შეიძლება იყოს უფრო არადამაჯერებელი, ხოლო როცა სახელმწიფო ჩაერთვება და დააფიქსირებს პოზიციას, უფრო მეტი ძალისხმევით მოეკიდებიან ბანკები ამ მიმართვას. გააჩნია ვირუსის გავრცელებას, სესხის მოცულობას“, - განაცხადა დოლიძემ.

ის იმედოვნებს, რომ ვირუსი დიდ მასშტაბებს არ მოიცავს და აპრილიდან სასტუმროებს ახალი ჯავშნები ექნებათ.

„ჩვენ შარშანდელი ზაფხულის გამოწვევის შემდეგ ვეცადეთ და ძალიან გვინდოდა, რომ შარშან მიღებული დანაკარგი აგვენაზღაურებინა ჩინეთის ბაზრიდან, ეს არის სეგმენტი, რომელიც ჩამოდის ჯგუფ-ჯგუფად, ძალიან ბევრს ხარჯავენ. ჩვენ შეგვეძლო ეს ყველაფერი კარგად დაგვეორგანიზებინა, თუმცა კორონავირუსმა ჩვენს გეგმებს ბოლო მოუღო და ახლა ვართ სავალალო შედეგების წინაშე. დაიწყო ფასების კლება, ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არ ვიცი. თუ სიტუაცია ასე გაგძელდა, იძულებული ვიქნებით ფასები დავწიოთ, თუმცა იმასაც განვიხილავთ, რომ თუ ტურისტს ეშინია, ქვეყანაში დაბალ ფასადაც არ ჩამოვა, ამიტომ დიდი ალბათობით ფასები გარკვეულ ზღვარს არ ჩამოცდება. ტურისტებს ძირითადად ველოდით ჩინეთიდან, ქუვეითიდან და ა.შ.“, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა.